გაკვეთილის თემა
|
თბილსის
ოპერის თეატრის ისტორია
|
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
I საფეხური, მეექვსე
კლასი
მუსიკა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30 მოსწავლე
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლის მსმენელად
აღზრდა ხალხური და კლასიკური მუსიკის
მაღალმხატვრული
ნიმუშების გზით. ცოდნის მიღება მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს განათლებული
ადამიანის ჩამოყალიბებაში.
მოსწ. შეუძლია მოიზიდოს ახალი ინფორმაცია გაანალიზოს და გაიგოს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მუს.VI.10.უსმენს და ამოიცნობს
ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლებს (ხმის ტემბრით, რეპერტუარის მიხედვით.....)
.
მოიძიებს დამატებით ინფორმაციას.
. ისტ-ის საშუალებების გამოყენებით ახდენს
ინფორმაცის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების
გამოყენებით.
|
თანმიმდევრობა
|
10წთ.
გაკვეთილი
იწყება ვ. სარაჯიშვილის ხმის ჩანაწერით. ეკრანზე ჩანს სარაჯიშვილის სურათი
(ასრულებს ოპ. ‘’დაისიდან’’ ურმულს.)
გონებრივი იერიშის გამოყენებით (კითხვა-პასუხის რეჟიმში)
მოსწავლეებში
ხდება ცოდნის მობილიზება:
1.
ამოიცნონ სიმღერის ჟანრი(კლასიკურია თუ ხალხური)
2.
ამოიცნონ მომღერლის ხმის დიაპაზონი.
3.
გაიხსენონ კაცის და ქალის საოპერო ხმების დასახელება
ეკრანზე ჩანს ოპერის შენობა.
1.
ეცნობათ თუ არა ეს შენობა, სად მდებარეობს?
2.
ვის სახელს ატარებს?
20წთ.
ახალი ინფორმაცია:
ეკრანზე ჩანს პირველი ოპერის შენობა.
აშენდა 1851წ. თბილისელი
ვაჭრის-თამამშევის ფულით ერევნის მოედანზე (ახლანდელ თავისუფლების მოედანი).
ცნობილი თეატრი-ქარვასლის სახელით, რადგან პირველ სართულზე თამამშევის ქარვასლა იყო. რადგან ეს იყო ქალაქის
ერთადერთი თეატრი, სკამები იყო მოძრავი, რომელსაც მეჯლისების დროს
იღებდნენ. თეატრი 23 წ. იდგა, დაიწვა 1874წ. ალექსანდრე დიუმა-მამა თავის წიგნში „კავკასია“ (1879წ.) წერდა: „ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათთგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს“.
ახალი შენობა 1896წ. აშენდა გოლოვინის
პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის). 1937წ-დან ატარებს ზ. ფალიაშვილის სახელს.
ოპერის ბაღში დაკრძალულნი არიან: ზ.
ფალიაშვილი,
ზ. ანჯაფარიძე, ვ. სარაჯიშვილი.
3. აქტივობა - 5წთ. :
შეჯამება: დაწერონ ესსეები (რა ემოცია გამოიწვია თქვენში ნანახმა და მოსმენილმა)
3წთ.
კითხულობენ სურვილის მიხედვით. 5წთ. საშინაო დავალება.
ინტერნეტში მოიძიონ მსოფლიოს წამყვანი
თეატრის ფოტოები:
პარიზის,
ვენის , მოსკოვის, ლონდონის,
ნიუ-იორკის.
მუსიკალური განტვირთვა:
ასრულებენ + ფონოგრამაზე სიმღერას: „ჩონგურო“—2 ხმაში და გამეორებით ისმენენ ცეკვა ქართულს ოპერიდან
„დაისი“.
|
შეფასება
|
2წთ.
1.საკუთარი
აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად
გადმოცემა 2ქ.
2.აქტიურობა 2ქ.
3.მუსიკის მოსმენის
კულტურა 2ქ.
4.მღერის
გუნდში 2 ხმიან სიმღერას 2ქ.
5.მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი მუს. ნაწარმოების ამოცნობა
და განხილვა 2ქ.
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტოფონი. დისკები.
მაია ოთიაშვილი-მუსიკა და ბავშვები-მე-6კლ.
პ. ხუჭუა-ქართული
მუსიკის ისტორია.
|
გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий